Tuesday, June 21, 2016

დღე მეცხრე
დღევანდელი დღე იყო შეჯამება ინტელის პროექტის მოდულის,რომელმაც დამანახა თუ რა სიღრმისეულ კვლევასთან,ძიებასთან არის დაკავშირებული პროექტის შექმნის შემადგენელი სტადიები.
ინტელის პროექტის მოდულის ტრენინგიდან გამომდინარე ჩემი აზრი მდგომარეობს შემდეგში:შევიძინეთ ინტელის პროექტის შექმნის უნარ-ჩვევები,პრეზენტაციის,ბუკლეტის,რუბრიკის მომზადების გზები,რაც დამეხმარება ჩემი როგორც პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლებაში.
ინტელის პროექტის გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩაბმას სასწავლო პროცესში,რაც აუმაღლებს ინტერესს და სწავლის შედეგებზე გაიყვანს.

Monday, June 20, 2016

მერვე დღე
დღეს გავითავისე საფასილიტაციო მაგალითების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით,ავტვირთე დრაივზე ჩვენი ნამუშევარი და შევცვალეთ ფონი,ვისწავლე თითოეულ საქაღალდეებში ინფორმაციის ჩაშენება,ვისწავლე თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასუმჯობესებლად,რაც დამეხმარება იმაში რომ უკეთ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს ორიენტირებული სწავლების პროცესში.

Sunday, June 19, 2016

დღევანდელ დღეს გავიგე ყველაზე მნიშვნელოვანი თუ როგორ დავგეგმო საწავლო პროცესი,ისე რომ ყველა მოსწავლისთვის იყოს გასაგები და შედეგიანი, მათი ცოდნის დონისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ყოველივე ეს ჩემს მოსწავლეებს ჩამოაყალიბებს თვითრეგულირებად პიროვნებებად.

Saturday, June 18, 2016

დღევანდელ დღეს მოვირგეთ მოსწავლის როლი,შევასრულეთ დავალება,რამაც დამანახა რომ,რამდენად სიღრმისეულად შეუძლია მოსწავლეს შეისწავლოს პრობლემის არსი და გადაჭრის გზები.ეს მოდული დამეხმარა როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს რომ იქცნენ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად.

Friday, June 17, 2016

დღე მეხუთე


დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო,გავეცანით ონლაინ კოლაბორაციას,საავტორო უფლებების დაცვას,უკუკავშირს.ყოველივე ამას შემდგომ სასწავლო პროცესში გამოვიყენებ მოსწავლეებთან თანამშრომლობის მიზნით,რაც მათთვის მეტად საინტერესო და სახალისო იქნება.

Thursday, June 9, 2016

დღე მეოთხე
ეს დღე იყო საკმაოდ შრომატევადი და ბევრის მომცემი,ჩამოვაყალიბე მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები,ვიმუშავე შეფასების დროის ჩარჩოზე.რაც დამეხმარა უკეთ გავცნობოდი შეფასების ხუთ მიზანს.

Wednesday, June 8, 2016

დღე მესამე            


დღევანდელი დღე იყო  ძალიან დატვირთული,მაგრამ საინტერესო.ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე,შევარჩიეთ  პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები .ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი ამ კუთხით, იმედი მაქვს შემდეგი ჩემი სამუშაო არ იქნება რთული.